გილოცავთ! ყაზანის უძლიერესი ხატის წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!!!

4 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენებას დღესასწაულობს.

 გილოცავთ! ყაზანის სასწაულთმოქმედი უძლიერესი ხატის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს

სრულიად საქართველოს!!!

ევედრებიან ბრმათათვის მხედველობის დასაბრუნებლად, უცხოტომელთა თავდასხმების ასაცილებლად; განსაცდელში შუამდგომელად გვევლინება და ქორწინებას აკურთხებს.

ტროპარი, ხმა 4

მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

კომენტარის დატოვება