ამირან გამყრელიძე – მინდა, მივმართო სტუდენტობას, განსაკუთრებით, სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს, არ შეიძლება, მომავალი ექიმი აცრილი არ იყოს

რა თქმა უნდა, მარათონი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ წელს 60-პროცენტიან სამიზნეზე გავიდეთ, მაგრამ ეს მარათონი არის კიდევ ერთი დიდი მცდელობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გამყრელიძემ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს მიმართა და იქვე დასძინა, რომ  ქვეყანაში სტუდენტების მხოლოდ 28 პროცენტია აცრილი.

„მინდა, მივმართო ჩვენს სტუდენტობას, განსაკუთრებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ – არ შეიძლება, მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ იყოს. თუ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ არის, ის კლინიკაში პაციენტთან ვერ უნდა შედიოდეს. იმიტომ, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.