ინაშვილის პირობა გიორგაძეს და პრემიერის შენიშვნა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კააკრიტიკა. „მე გპირდებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს საყდრისის გამო და როცა ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არა, როდესაც ბრძანებას მოაწერეთ ხელი“ – მიმართა ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ გიორგაძეს.

პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ირმა ინაშვილს ამ მიმართვაზე უპასუხა:

-„„არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მინისტრებთან ასეთ კონტექსტში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა ისხდეთ, ჩემი აზრით არ შეესაბამება ამ ფორმატს. ამისთვის, თუ თქვენ გაქვთ დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები,  ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, გავცეთ პასუხი“

 

 

კომენტარის დატოვება