გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

ცოტა ხნის წინ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკასთან პოლიცია იყო მობილიზებული. მიზეზი მოქალაქეების განცხადებაა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათ გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი, სავარაუდოდ – C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ჰყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ, თუმცა მედპერსონალს აღნიშნული ინექცია მათთვის არ გაუკეთებიათ, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. საბოლოოდ კი უჯრაში C ვიტამინის ამპულები აღმოაჩინეს