ირაკლი კობახიძე: გიორგი რურუასა და გიგი უგულავას გათავისუფლება იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან ცუდი მაგალითი

გიორგი რურუასა და გიგი უგულავას გათავისუფლება იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატები ერეოდნენ ქართულ მართლმსაჯულებაში. ამას დაესვა წერტილი. ეს თამამად შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ განახორციელონ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზება ასეთი განცხადებებით. „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვეღარასოდეს განახორციელებენ“, – განაცხადა კობახიძემ.