ექიმის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო

ექიმ გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს, სავარაუდოდ C ვიტამინს უკეთებდა და სამედიცინო საქმიანობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით აღძრა, რაც თაღლითობას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, თავად გიორგი ჩანდლერი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია და ის მიმალვაშია. “, – აღნიშნავენ შსს-ში.