ნათია თურნავა – ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და არა – პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით

პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად გულწრფელი და სწორი გზავნილია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპარლამეტარების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარის შეფასებისას.

ნათია თურნავას თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ წყდება ქუჩაში მიტინგის დროს ან პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების მიხედვით, რაც შეიძლება ცალკეულ პარლამენტარს ცალკეულ პოლიტიკოსთან მიმართებაში გააჩნდეს. „მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და მე მგონი, ეს ყველასთვის მისაღებია. არ მგონია, აქ რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.