თუ სადმე გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს, ეს იქნება ციხის საავადმყოფო, სხვა გამორიცხულია – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

,,მე, რა თქმა უნდა, არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული” , – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.