საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს

ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი

საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება ყველა უფლება და ევროკონვენციიდან გადახვევა (დროებით) დასაშვებია ყველა უფლებასა და თავისუფლებაზე გარდა სიცოცხლის, არადაამიანური მოპყრობისა და წამების, კანონის გარეშე დასჯის უფლებების , ანუ კონვენციის მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 მუხლების გარდა ყველა სხვა უფლების.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსაცემი დეკრეტით.

საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი და არა პრეზიდენტი თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოტივი არის ეპიდემია ან ბუნებრივი კატასტროფები.

საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება გამოცხადდეს კომენდანტის საათი. ასევე აიკრძალოს შეკრებები და მიტინგები. კითხვა მდგომარეობს -არის თუ არა რელიგიური რიტუალები შეკრებები?

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

შეგახსენებთ, 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

https://www.gmtv.ge/74342-2/