რუსთაველზე ვითარება დაიძაბა

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე.

სამართალდამცავებმა ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ახალი საქართველოს” წევრი, გიორგი ხაბურძანიაც დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილე პარლამენტის წინ მივიდა. შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს, რადგან მისი თქმით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

რუსთაველზე სამართალდამცავები კარვების დემონტაჟს ახდენენ.