ყურადღება! თუ ვერ მოასწარით ახალი პირადობის უფასოდ აღება…

იუსტიციის სახლის ცნობით, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით,  იუსტიციის სახლი საშაულებას აძლევს გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით. სწორედ ამიტომ, 25 ივნისს, შაბათს, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას აქცია  26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.

კომენტარის დატოვება