პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა დაამტკიცა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

„ასევე  გამოვცემ დეკრეტს, რომლის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.