იმედია, წერილის შემდეგ დავით უთმელიძე პირადად გაიცნობს ვაკოს

სააგენტოში წერილი შემოვიდა,  წერილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით უთმელიძეს ეხება და ერთი შეხედვით გეგონებათ მის სარეკლამოდ არის დაწერილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ბიჭს საერთოდ არ იცნობს კანდიდატი. როგორც გვითხრეს წერილის ავტორი, ვაკო-უანგაროდ საკუთარი სურვილით ეხმარება მაჟორიტარობის კანდიდატს, მაგრამ თავად დავითმა არც ამ ბიჭის შესახებ იცის რამე და არც მისი საქმიანობის, შეიძლება შეხვედრების დროს ჰყავს ნანახი, მაგრამ პირადად არ იცნობს.

ვაკო ქავთარაძე, 18 წლის.

სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

-რასაც ვიტყვი, არაფერი არ არის შელამაზებული და გამოგონილი. დავით უთმელიძეს ყველა შეხვედრაზე უამრავი ამომრჩეველი ხვდება, სულ ხალხი ახვევია გარს. მე პირადად ისე ახლობლად მივიჩნიე, დათო ბიძიას ვეძახი, ასე მგონია დიდი ხნის ნაცნობია. რამდენიმე ადამიანმა თქვა-როგორ ახერხებს ეს კაცი ამდენის დამახსოვრებას და ამდენ საქმეს როგორ ერევაო, მე არ მიკვირს, დათო ბიძია მოჭადრაკე იყო, მეც ვიყავი გატაცებული ჭადრაკით და ამიტომ ვიცი, მისი გონება უფრო სხვანაირად მუშაობს, მოჭადრაკის გონებითაა და ამიტომაც ერევა ამდენ საქმეს. მე მისი მჯერა და მუდამ გვერდით დავუდგები“

იმედია, წერილის შემდეგ დავით უთმელიძე დაინტერესდება და აუცილებლად პირადად გაიცნობს მის მხარდამჭერს, ჩვენ კი დიდი სიამოვნებით გავაცნობთ საზოგადოებას ამბის გაგრძელებას და ემოციებს…