“ხალხთან ერთად ვიზრუნებ ვარკეთილის განვითარებაზე”

სამგორის N11 ოლქს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი ესტუმრა. კობიაშვილთან ერთად ადგილობრივებს ვარკეთილი 3-ის მაჟორიტარობის კანდიდატი რევაზ სოხაძე შეხვდა.

ლევან კობიაშვილი გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს და საზოგადოებასთან ერთად განიხილეს სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები.

მაჟორიტარობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ისაუბრა განათლების, კულტურის და ჯანსაღი ცხოვრების პოლიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის, თბილისის ყველა უბანში. მისი თქმით, გარეუბნები არ უნდა ჩამორჩებოდნენ ცენტრალურ უბნებს და დასძინა, რომ გარეუბნებზე ზრუნვა პრიორიტეტად უნდა იქცეს.

რევაზ სოხაძემ ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ გაითვალისწინებს ვარკეთილის მოსახლეობის საჭიროებებს და მათთან ერთად იზრუნებს ვარკეთილის განვითარებაზე.