ოკუპირებული აფხაზეთის ეპარქიის დე ფაქტო მმართველი თბილისში მოწვევაზე უარს ამბობს

საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას თბილისში მოწვევასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ეპარქიის დე ფაქტო მმართველი პასუხობს. ბესარიონ აპლია თბილისში მოწვევაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი მხოლოდ რუსეთში უნდა გადაწყდეს.

საქართველოს საპატრიარქომ “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” წინამძღოლი პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით თბილისში მიიწვია. მანამდე “აფხაზეთის ეკლესიამ” საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მიღების მოთხოვნით მიმართა.