ირაკლი კობახიძე – მოცემულობა შემდეგია: ის შედეგი გავიმეორეთ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა, „ნაცმოძრაობის“ ბელადი ციხეშია, თუ ვინმეს რამე ილუზიები აქვს, შეუძლია თავისთვის შეინახოს

„ქართული ოცნება“ სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგოს და „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია შეიცვალონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს რამე ილუზიები აქვს, შეუძლია ეს ილუზიები თავისთვის შეინახოს.

„პოლიტიკური მოცემულობა არის შემდეგი – ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ ამომრჩეველთა ხმების 47%, გავიმეორეთ ის შედეგი, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა. „ნაცმოძრაობის“ ბელადი არის ციხეში, შესაბამისად, თუ ვინმეს რამე ილუზიები აქვს, შეუძლია ეს ილუზიები შეინახოს თავისთვის. „ქართული ოცნება“ სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.