ქალ პოლიტიკოსს დასაწუნი რომ ვერაფერი უპოვეს ხაჭაპურით გინდათ დაამციროთ???

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილზე განაცხადა:

-“მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ.

შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, რანაირი ტიპის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში”.

მამუკა ხაზარაძემ ასევე დასძინა, რომ მაია ცქიტიშვილზე კორუმპირებული არ არის, მაგრამ ტენდერები ქვედა რგოლში გამჭვირვალედ არ ტარდება.

ლელოს“ დამფუძნებლის განცხადებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა:

-ხაჭაპურის ცხობას და სახლის საქმეს შნო, მოთმინება- ამტანობა სჭირდება, ისეთივე დასაფასებელია, როგორც ნებისმიერი სხვა სამსახური.
ქალ პოლიტიკოსს დასაწუნი რომ ვერაფერი უპოვეს ხაჭაპურით გინდათ დაამციროთ???

აი, დიახაც რომ ყველაფერთან ერთად ხაჭაპურიც მაგრად გამოსდის!“