ევროპული საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივ აღიარებასთან დაკავშირებით მუშაობა დააჩქაროს

ევროპული საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დააჩქაროს მუშაობა მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივ აღიარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების ფონზე, ევროპული საბჭო შემდგომი კოორდინაციის ინიციატივით გამოდის, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირის შიგნით და ევროკავშირში. ევროპული საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დააჩქაროს მუშაობა მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივ აღიარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.