„დასაკარგი არაფერი მაქვს, იქნებ საგანელიძემ წაიკითხოს და ღამე ძილი გაუკრთეს“

-„სოციალურ ქსელს რომ გადავხედე, თვალში მომხვდა მსახიობების და საგანელიძის ხელფასის შედარება. არ გეგონოთ ირაკლი ღლონტის ფანი ვიყო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ვეთანხმები. საგანელიძის გვარის გაგებაზე ძველი ამბები თავისით წამოტივტივდა მეხსიერებაში და კიდევ ერთხელ ხმამაღლა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. ახალს არაფერს ვიტყვი, ჩემი სათქმელი ადრე სააგენტოებს მოვუყევი, ახლა უბრალოდ დავამატებ-როდემდე უნდა დაგვცინოს ამ კაცმა? თითქოს ისე ხშირად აღარ გვესმის მისი გვარი, აღარც ტელეეკრანებზე ჩნდება…თუმცა მშვენივრად გრძნობს თავს, ხელფასიც საკმაოდ მაღალი აქვს და როგორც იტყვიან „თაფლში ცურავს“. მე არც სახელს ვმალავ ჩემსას და არც გვარს, თქვენ თუ ჩათვლით საჭიროდ დაწერეთ, მაგრამ დღეს მე მხოლოდ ჩემი სახელით არ გესაუბრებით, მე იმ ახალგაზრდების სახელით ვსაუბრობ 2012 რომ მოიტანეს და მერე საგანელიძემ „ჩანერგილებად“ მონათლულები პარტიიდან გარიცხა.

მე დასაკარგი არაფერი მაქვს, არც არსად ვმუშაობ, რომ სამსახური დამატოვებინონ და არც პერსპექტივის იმედი მაქვს უკვე, ასე რომ ხმამაღლა ვიკითხავ-რატომ აქვს საგანელიძეს ამხელა ხელფასი? რას აკეთებს ამის საფასურს? მისი ხელფასი 5-6 ოჯახის წლიური შემოსავალი რომ გავაერთიანოთ, იმაზე დიდია. როდემდე უნდა იყვნენ ეს ადამიანები პრივილიგირებულნი?

მინდა ძველი გულისტკივილი გაგიზიაროთ და გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გაახსენოთ საზოგადოებას ეს ამბავი“-გვითხრა „ოცნების“ ძველმა აქტივისტმა და წერილი გადმოგვცა.

ახალგაზრდა მამაკაცის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად გვთხოვა დაგვეწერა-„იქნებ საგანელიძემ წაიკითხოს და ღამე ძილი გაუკრთეს“-ო.

წერილს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

ყველას ახსოვს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითქმის ყველა რაიონში ერთნაირი სიტუაცია შეიქმნა, ის ადამიანები, რომლებიც მართლაც რომ სიცოცხლის ფასად იბრძოდნენქართული  ოცნებისგამარჯვებისთვის შეურაცხყვეს დანაციონალური მოძრაობისაგენტებად შერაცხესნამდვილი ნაციონალები კი სხვადასხვა პარტიებში დაპორტირდნენ და თავისუფლად მოირგეს  ახლა უკვეგამარჯვებული ხალხისმანტია, ის კი დაავიწყდათ, რომ უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს, თუ სად იდგნენ ისინი 2012 წლის არჩევნებამდე და რა მაისურით იწონებდნენ  თავსდავით საგანელიძე იყო ის ადამიანი, რომელიც რაიონებში ასეთ ადამიანებს ცილს სწამებდაივანიშვილის რეზიდენციასთან მყოფი ადამიანები მოიხსენიაქართულ ოცნებაში” ჩანერგილ  “ნაციონალური მოძრაობისაგენტებად. შეურაცხყო ადამიანები, რომლებიც ნამდვილი აქტივისტები იყვნენ და რაიონებშიფსევდო ქართული ოცნებები“ შექმნა. არაერთხელ მოვითხოვეთ,  ფაქტებით დაემტკიცებინა საგანელიძეს ჩვენინაციონალობა“, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა, რადგან ეს იყო სიცრუე. ვითხოვდით პასუხი ეგო ცილისწამებისთვის, თუმცა ყურადრება არავინ  მოგვაქცია, აი ამის შედეგს იმკის დღეს მთავრობა, ყოველ ნაბიჯზე რომ გაიძახისსაბოტაჟს გვიწყობენო.

რატომ უკვირთ, როცა გაავსეს გამგეობები და საკრებულოები პორტირებული ნაცებით.  როგორ უნდა დავივიწყოთ ის შეურაცხყოფა, რაც ამ ადამიანმა მოგვაყენა ჩვენ და გულანთებულ ახალგაზრდებსჩირქი მოგვცხო. კაცი, რომელმაც იმ დღეს 15 ადამიანის წინაშე კაცური სიტყვა  მითხრა, ხელი ჩამომართვა და შემპირდა, რომ პირადად გამიწევდა რეკომენდაციას პარტიაში გასაწევრიანებლად დაქართული ოცნებისოფისში გამიშვა ბლანკის ასაღებად, საღამოს აკეთებს  განცხადებას, რომ მე ვარ ნაციონალების აგენტიმე საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ეს ადამიანი მატყუარა და ცილისმწამებელიაყველამ ყველაფერი დაივიწყა, მე დღესაც ვითხოვთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან სწორედ ამ ადამიანს ვედექით გვერდით, თორემ საგანელიძის არსებობა ვინ იცოდა?  სამართლიანობის აღდგენას დრო არ აქვსაუცილებლად მივაღწევ მასთან შეხვედრას, ყველაფერს მოვუყვები და ვეტყვი, რომ საგანელიძისნაირი ადამიანები არ უნდა გააკაროს პარტიასჩვენ  დღესაც მზად ვართ შიშველი ხელებით დავიცვათქართული ოცნებაასეთი ხალხისგან. საგანელიძემ პასუხი უნდა აგოს თავის სიტყვებზე. მან სულში ჩააფურთხა ქართველ ხალხს და  მოვითხოვთსაჯაროდ მოიხადოს ბოდიში!“

ცნობისთვის, გუშინ პარტია ‘ახალგაზრდა რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა თქვა ფრაზა-„ ზურა ყოფშიძეს 500 ლარი და საგანელიძეს 26 000 ლარი ?!“, რასაც ჩვენი სტუმრის გამოხმაურება მოჰყვა.

P.S. ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციიდან” გახდა ცნობილი, რომ მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა.

სავარაუდოდ, მსახიობის ეს გადაწყვეტილება მსახიობებისთვის ხელფასის განახევრებას უკავშირდება. უკმაყოფილება ადრე თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებმა გამოთქვეს. გიორგი ყიფშიძე “პრაიმტაიმთან” ამბობდა, რომ ის და მამამისი – ზურა ყიფშიძე სავალალო დღეში არიან.

დღეს, “რეაქციიდან” გახდა ასევე ცნობილი, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ხელფასი მსახიობ გივი ბერიკაშვილსაც გაუნახევრეს.