„რუსეთს მხარი რომ არ დაეჭირა ამ ცხოველისთვის, პრობლემაც არ იქნებოდა“

Fox Business-სთან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა სირიელ კოლეგას „ცხოველი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ამერიკა არ წავა სირიაში“. ამასთან ტრამპმა აუცილებელი უწოდა სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას და სასძინა, რომ ეს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას უნდა გაეკეთებინა.

სირიის პრეზიდენტზე კი რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის არის „ცხოველი“, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს.

-„რუსეთს მხარი რომ არ დაეჭირა ამ ცხოველისთვის, პრობლემაც არ იქნებოდა“-განაცხადა ტრამპმა.