დღეიდან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შსს-სთან კონსულტაციებს იწყებენ

ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით “თბილისი პრაიდი” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას მოითხოვს, ასევე დღეიდან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციებს იწყებენ.

„ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფაზე. საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, ჩვენ ვუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას და ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონკრეტულ დეტალებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, იყოს გათვალისწინებული ღირსების მარშის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.