რეფერენდუმი და “ახალი სახელის დარქმევაც” ანექსიისთვის მზადების მომასწავებელია!..

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

“საჭიროა პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთთან და არა “მონური ფეხქვეშ გაწოლა”, ანდა “პროვოკაციული ლანძღვა-გინება”!

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და იმის იმედად არ იყოს, რომ აქაოდა არალეგიტიმურია ცხინვალის ე.წ. რეფერემდუმის შედეგები, რასაც დასავლეთი არ აღიარებსო! დიახ, საჭიროა პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთთან (მოლაპარაკებები და არა “მონური ფეხქვეშ გაწოლა”, ანდა “პროვოკაციული ლანძღვა-გინება”!), თუნდაც საბოლოოდ ვერ შევთანხმდეთ მათთან! დრო უნდა მოვიგოთ (“გავწელოთ”, რა იცი რა მოხდება მსოფლიო გეოპოლიტიკაში, როგორ განვითარდება აშშ-რუსეთის ურთიერთობები?!), თორემ, რუსეთმა “ამოტოლა” უკრაინის, “ამხელა” ტერიტორიის (ყირიმის ნახევარკუნძული!) ანექსია განახორციელა და პატარა საქართველოს ნაწილს, ცხინვალის რეგიონს ხომ დაუფიქრებლად მიიერთებს, მითუმეტეს, რომ ოსები აფხაზებისგან განსხვავებით ლამის მუხლდაჩოქილები ითხოვენ რუსებისგან “ორი ოსეთის” (ალანიის) გაერთიანებას რუსეთის ფედერაციაში!  რეფერენდუმი და “ახალი სახელის დარქმევაც”, სწორედ ანექსიისთვის მზადების მომასწავებელია!..