„სააკაშვილი ქართული ოპოზიციისთვის მსხვერპლია, ცოცხალი მსხვერპლი“ – უკრაინელმა ექსპერტი იური კოტი

„სააკაშვილის ყოფნა ციხეში ქართულ ოპოზიციას ძალიან აწყობს, რადგანაც ოპოზიციას სჭირდება მსხვერპლი, ცოცხალი მსხვერპლი. ეს ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიაა“, – ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა იური კოტმა რუსეთის ტელევიზიის „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე არ არის. ის გარკვეულ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, რომლებსაც მას შესაბამისი ორგანოები ავალებენ. ისინი დავალებებს ვაშინგტონიდან აძლევენ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვინც რა უნდა თქვას, არავინ უარყოფს იმას, რომ სააკაშვილი ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს“, – ამბობს ექსპერტი.

იური კოტის თქმით, დღეს სააკაშვილისთვის ყველაზე მოგებიანი სიტუაციაა სწორედ საქართველოს ციხეში ყოფნა. „ეს მოგებიანია ყველასთვის – ამერიკელებისთვის, მისი თანამებრძოლებისთვის, მისი ქართველი მხარდამჭერებისთვის, მათ ურჩევნიათ ის ციხეში იყოს, ვიდრე როდესაც კაცმა არ იცის სად დარბის უკრაინის ტერიტორიაზე და თავისუფლების იდეის დისკრედიტაციას ახდენს. აბა რას აკეთებდა ის უკრაინაში ბოლო წლების განმავლობაში? არც არაფერს. რაღაცა მრჩევლის თანამდებობა ეკავა. მან საქმე ჩააგდო ოდესის გუბერნატორის პოსტზე, მოაწყო იქ არაერთი სკანდალი და დაპირისპირება, ახლა კი ის ციხეშია, რაც ქართულ ოპოზიციას ძალიან აწყობს“, – განაცხადა იური კოტმა.