სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, ჩვენმა გუნდმა ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა – კალაძე

ჩვენმა გუნდმა ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა – ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, კახი კალაძემ, ისაუბრა.

მისი თქმით, “ოცნების” აქტიური წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ამომრჩეველს სამომავლო გეგმებს აცნობენ.

,,სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. განვაგრძობთ ჩვენს პოზიტიურ კამპანიას, ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ მართლაც ის გუნდი, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დაწყებული 2017 წლიდან, ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ ქალაქისთვის. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავ ადამიანს, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეკრეაციული სივრცეები, თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები და ჩვენ დავდეთ სწორედ ის გეგმა, რომელიც ღირსეულად უპასუხებს პრობლემებსა და გამოწვევებს“, – თქვა კახა კალაძემ.