საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 1 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263.