ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება, სიკვდილიანობა დაიწევს.

გამყრელძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების ტემპი თუ გაიზრდება, ლეტალობა მინიმალური ოდენობით იქნება.

„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. თუ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორიც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, აქტიურად დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას, განსაკუთრებით დავწევთ ქვევით ყველაზე მძიმე მაჩვენებელს, როგორიც არის სიკვდილიანობა.

მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მდგომარეობა გართულდა, შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ დიდია, 2000-3000-4000 ყოველდღიურად, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია, რადგან მოსახლეობის 50-60% აცრილია. თუ მოვახერხებთ, რომ ამ მაჩვენებელზე ავიდეთ, ეპიდვითარება თანდათან დასატაბილიზირდება, ჩვენ მოგვიწვეს თანაცხოვრება კოვიდინფექციასთან, რომელიც ლეტალურ გამოსავლებს აღარ მოგვიტანს, ან მოგვიტანს მინიმალური რაოდენობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.