თეა წულუკიანი: ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ჩვენი მოსაგები ბრძოლები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ

ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ჩვენი მოსაგები ბრძოლები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი, მორე მხარეს ვართ ჩვენ, ის ხელისუფლება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რამე პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი. დევნილები უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.