ლიზა იასკო – ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე, იგი ისევ სუსტადაა

ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე, – ამის შესახებ სააკაშვილის მეუღლემ, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ძალიან მეშინოდა მისი მდგომარეობის გამო.

მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება, რადგან შეიძლება, უფრო ცუდად წარიმართოს რეაბილიტაცია. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით და ვფიქრობ, მას ახლა სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ახლობლების, ადვოკატებისა და ხალხის მხრიდან. ბრძოლა მისი გათავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.