ეს არ არის არჩევნები, ჩვენ ყველა ვეჭიდავებით საბჭოთა მონსტრს, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია – ზურაბ ჩაფარიძე

ეს არ არის არჩევნები, ჩვენ ყველა ვებრძვით დიდ მონსტრს – ამის შესახებ პარტია ,,გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჩაფარიძემ კოალიციის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ საქართველოში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები.

,,ამ ხელისუფლების პირობებში მე არ მჯერა, რომ აზრზე მოვლენ და რაიმე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაშინ, როცა მთელი ცხრა წლის განმავლობაში აკეთეს ანტირეფორმები. ჩვენ გვაქვს მთელი ისტორია გადაგდებების, მათ შორის ჩემი და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების. ჩვენ ხვალ არ გვაქვს თავისუფალი არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვართ ამ ბრძოლაში, ამას არ შეიძლება არჩევნები დავარქვათ, ჩვენ ყველა ვებრძვით დიდ მონსტრს. გვინდა, რომ მიუხედავად დაშინებისა, შანტაჟისა, მოსყიდვისა მაინც სადღაც გავანგრიოთ იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ რწმენა” – განაცხადა ჯაფარიძემ.