ხვალ, ჩვენ ისტორიას დავწერთ – ალალად გეუბნებით, რომ წინ ვერაფერი დაგვიდგება – ნიკა მელია

ხვალ, ჩვენ ისტორიას დავწერთ – ალალად გეუბნებით, რომ წინ ვერაფერი დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და იარაღის ჩადება, – ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციური კოალიციის შემაჯამებელი მიმართვისას აღნიშნა.

როგორც მელია განმარტავს, ხვალ გვეძლევა შესაძლებლობა და შანსი ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ.

„ხვალ გვეძლევა ეს შესაძლებლობა და შანსი და არა 2-3 წელიწადში. რამდენიმე საათში თითოეულ ჩვენგანს, ყველას ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, შევცვალოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი მშობლიური თბილისი, ჩვენი მშობლიური საქართველო უკეთესობისკენ.

უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე, შეიძლება, დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდე, ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა. რა არის ეს შანსი?! ეს არის ისტორიის დაწერა ხვალ, ჩვენ ამ ისტორიას დავწერთ! ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასდროს, როგორც არასდროს, მორალურად წელში გამართულები ვართ! ალალად გეუბნებით, რომ წინ ვერაფერი დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და იარაღის ჩადება. გაბრაზებული ვარ, არ დაგიმალავთ ერთი საათის წინ, ჩვენს მეგობარს, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალს მანქანა გააჩერებინეს სენაკის და აბაშის გზაგასაყარზე და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. ერთი საათია იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია პირველ ტურში, საკუთარ სოფელში 500 ხმით სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ. დიახ, ეს უსამართლო ბრძოლაა „ქართული უცნების“ მხირდან. უნდა გავუძოთ და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“,- აღნიშნავს მელია.