ნიკა მელია – ჩვენ უნდა ვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან – ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა

ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან!,- ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციური კოალიციის შემაჯამებელი მიმართვისას აღნიშნა.

როგორც მელია განმარტავს, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა.

„ხვალინდელი დღე გამარჯვებისთანავე უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს! ჩვენი აქტიურობით, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა ვიხსნათ! ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ხვალინდელი აქტიურობით. პირდაპირ ვიტყვით, ენის მოჩლეფვის გარეშე, ამას არც მალავენ, ამ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან! კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა. ხვალინდელი გამარჯვება ამასაც მიეძღვნება, რომ არავინ იგრძნობს თავს დაუცველად!“,-აღნიშნავს მელია.