ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში – ხატია დეკანოიძე

ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გადაყვანისთვის მზაობას ღიად აცხადებენ საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ესმით, რომ ეს არის ერთადერთი გონივრული და სწორი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„ყველა გონიერ ადამიანს, რომელსაც საქართველოს საუკეთესო ინტერესი აქვს მხედველობაში, კარგად ესმის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავს. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანას ევროპული მომავალი ვერ ექნება, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში. ამის მზაობას ღიად აცხადებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ ესმის, რომ ეს არის ერთადერთი ნორმალური, გონივრული და სწორი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.