21 200 ჯარისკაცი, 838 ტანკი, 176 თვითმფრინავი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 22 აპრილის მონაცემებით

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 21 200;
  • ტანკი – 838;
  • ჯავშანტექნიკა – 2 162;
  • საარტილერიო სისტემა – 397;
  • სარაკეტო სისტემა – 138;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69;
  • თვითმფრინავები – 176;
  • ვერტმფრენი – 153;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 523;
  • გემი/ნავი/კატარღა – 8;
  • საწვავის რეზერვუარი – 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 172;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.