საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 7.38%-ია, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, ყველაზე დაბალი მცხეთა-მთიანეთში

საქართველოს მასშტაბით 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 7.38%-ია, რაც 154 163 ამომრჩეველს შეადგენს. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია და 9,2%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა 5.1% მცხეთა-მთიანეთშია.

რაც შეეხება დედაქალაქს აქტივობა 7,4%-ს შეადგენს, რაც 74527 ამომრჩეველს შეადგენს. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა არის გლდანის ოლქში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 7,8%-მა უკვე მისცა. ყველაზე დაბალი აქტივობა 6.8% ისანშია.