პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, თუ ასე არ იქნება, ამით ხეირობს მხოლოდ ჩვენი მეზობელი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა პოლარიზაციის დასრულება, რათა ამით არ ისარგებლოს ქვეყნის მტერმა.

„ხმა მივეცი სიმშვიდეს და სიწყნარეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში დასრულდება. ამ ქვეყნისთვის ეს უნდა დასრულდეს, თუ ასე არ იქნება ამით ხეირობს მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.