ზაალ უდუმაშვილი – მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით სახლში – ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს გაყალბების ყველა ის მეთოდი, რა აქამდე გვინახავს

ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს გაყალბების ყველა ის მეთოდი, რომლიც აქამდე გამოუყენებია და გვინახავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პატრული სიმბოლურად არის მობილიზებული საარჩევნო უბნებთან და დარღვევებზე რეაგირებას პრაქტიკულად არ ახორციელებს.

“მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით სახლში და გამოხატეთ თქვენი ნება. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს გაყალბების ყველა ის მეთოდი, რომელიც აქამდე გამოუყენებია და გვინახავს, მაგრამ მერწმუნეთ გაყალბების ყველა მცდელობა არის არაეფექტური, როდესაც ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბნებზე და როდესაც ჩვენი აქტივობა არის ძალიან მაღალი. პრაქტიკულად ჩვენი აქტიურობით ხელ-ფეხს ვუბოჭავთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მანიპულაცია მოახდინოს საარჩევნო უბნებზე, ამიტომ იაქტიურეთ.

თითოეული ჩვენთაგანი წერს დღეს ამ ქვეყნის ისტორიას, წერს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. პირველ ტურში ჩვენმა მოსახლეობამ აჩვენა, რომ ითხოვს ცვლილებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა საბოლოო გადამწყვეტ და დამაჯერებელ სიტყვას იტყვის. ყველა უბანზე შეინიშნება მობილიზება ავტომანქანების, კანონის მიერ დაწესებული 100 -მეტრიანი ბარიერი უგულებელყოფილია ყველგან და ხდება გაკონტროლება ჩვენი თანამოქალქეების. პატრული სიმბოლურად არის მობილიზებული საარჩევნო უბნებთან”, – განაცხადა უდუმაშვილმა.