მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს – ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო და არ მინდა, რომ ეს თხელი ყინული ჩაგიტყდეთ – ნიკა მელია

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს – ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო და არ მინდა, რომ ეს თხელი ყინული ჩაგიტყდეთ”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუკი თქვენ ამას იკადრებთ, რა თქმა უნდა, რეაქცია იქნება ადეკვატური და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით საკადრის პასუხს გაგცემთ თქვენ ძალიან მშვიდობიანად. ამაღელვებელია ჩემთვის ეს წუთები, ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს სჯეროდა, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, მაგრამ კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი და დარწმუნდა ათი ათასობით და მეტი თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც ისტორია დაიწერებოდა და მათ ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად ისტორია დავწერეთ,“- განაცხადა მელიამ.