არჩევნების პირველი ტურის შედეგები თუ ლეგიტიმური იყო, როგორ შეიძლება, არჩევნების მეორე ტურის შედეგები არალეგიტიმური იყოს – ლევან იოსელიანი

დარწმუნებული ვარ, საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად ცდომილება მაღალი არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ამდაგვარად დაყენება ლოგიკური არ არის.

„არჩევნების პირველი ტურიც თუ არალეგიტიმურად მიიჩნევა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან არჩეული დეპუტატები საკრებულოებში არ უნდა შევიდნენ. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად ცდომილება მაღალი არ იქნება. მუშაობა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა დავიწყოთ, რაც ადგილობრივმა არჩევნებმა გამოაჩინა. ხომ ყველას მოგეწონათ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები კრწანისის ოლქში, როცა შედეგები საათნახევარში ყველამ ვიცოდით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ 2024 წელს ელექტრონული არჩევნები მთელს საქართველოში ჩავატაროთ. საარჩევნო რეფორმა აქეთკენ უნდა წავიდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.