ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს: დაინტერესებულნი ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა – საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზაობა მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის განსახორციელებლად.

„მოგეხსენებათ, რომ მე გავაჟღერე მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.