ნიკა გვარამია – გვაქვს, ინფორმაცია, რომ აპირებენ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მისი გატაცება

ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ეგრეთ წოდებული ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვლის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს, რომ რეფერალური კლინიკაში გადაიყვანონ.

„სააკაშვილი კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ეგრეთ წოდებული ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. ასე რომ, არ გამოგივათ. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კეთილი ინებონ, გადაიყვანონ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.