1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1678 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1678 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1690 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6740 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6659 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.