რატომ ხმამაღლა არ ამბობთ, რომ ქვეყნის პოტენციალის უდიდესი ნაწილი მთავრობის ხელში ლპება?

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

როგორც აღმოჩნდა საქართველოში 744 ათასი ადამიანი დღეს უკიდურეს სიღარიბეშია(დაახლოებით 3 მილიონიდან).
ექსპერტები ამბობენ რომ სიღარიბის აღმოფხვრის უმთავრესი გზა ეკონომიკური განვითარება და წინსვლაა…

უკაცრავად, მაგრამ ეს კონკრეტიკაა? ეკონომიკური ზრდა რომ გვჭირდება ეს ყველამ იცის მაგრამ როგორ უნდა გავიზარდოთ იმაზე რატომ გეშინიათ ყველას საუბარი?

რატომ ხმამაღლა არ ამბობთ რომ დღეს ქვეყნის პოტენციალის უდიდესი ნაწილი მთავრობის ხელში ლპება?

რატომ არ საუბრობთ რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% მთავრობის ხელშია და გამოუყენებელია?

რატომ არ საუბრობთ რომ ტყეების 100% მთავრობის ხელშია და არაფერში ვიყენებთ?

რატომ არ ვსაუბრობთ რომ წიაღისეულის 100% სახელმწოს საკუთრებაშია?

და ბოლოს….

რატომ არ ვამბობთ რომ ეს რესურსები ჩვენი იყო და ჩვენივე უნდა გახდეს? რატომ ვიკავებთ თავს იმ ხმამაღალი განცხადებისგან რომ ქვეყანაში არსებული გამოუყენებელი აქტივები ხალხს უნდა დაურიგდეს?
რატომ? გეშინიათ?
სიღარიბეზე ტირიხართ და გეშინიათ მის აღმოსაფხვრელად მკვეთრი ნაბიჯები გადადგათ!!!