საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ზეთი – 31.6%-ით, პური – 19.4%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული – 43%;
ზეთი და ცხიმი – 31.6%;
პური და პურპროდუქტები – 19.4%;
რძე, ყველი და კვერცხი – 18.2%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18%;
თევზეული – 16%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 13%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.2%;
ხილი და ყურძენი – 9.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 6.4%;