გაერო: სურსათის გლობალურმა ფასებმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში სურსათის ფასები 30%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ BBC წერს.

მონაცემები ცხადყოფს მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების მზარდ ღირებულებას მთელ მსოფლიოში. მხოლოდ ოქტომბერში, ამ უკანასკნელის ფასი 10%-ით გაიზარდა.

„მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები, ქარხნების დახურვა და პოლიტიკური დაძაბულობა ხელს უწყობს ფასების ზრდას“, – წერს BBC. ბოლო 12 თვეში ხორბლის ფასი 40%-ით გაიზარდა, რაც ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში – კანადაში, რუსეთსა და აშშ-ში ცუდი მოსავლითაც აიხსნება. ამასთან, თითქმის 16%-ითაა გაზრდილი რძის პროდუქტების ღირებულება.