სააკაშვილმა გაიღო მხვერპლი, ეკლესია და ხელისუფლება დგას მკვლელობის გზაზე – პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავას შეფასებით საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის გზაზე დგას. ამის შესახებ პეტრე ცაავამ “ტვ პირველი” “დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

,,რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიღო მსხვერპლი, მისი მსხვერპლი არის სახელმწიფოებრივი. ეკლესია და ხელისუფლება დგას მკვლელობის გზაზე, მაგრამ ეს მკვლელები უნდა გავათავისუფლოთ მიტაცებული ძალაუფლებისგან.

ვუსურვებ ბატონ პრეზიდენტს ჯანმრთელობას, მხნეობას, გადარჩენას ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, ძლიერი საქართველოს საკეთილდღეოდ”, – თქვა პეტრე ცაავამ.