რუსთავში, ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვლა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია მიმდინარეობს.