პაატა იმნაძე: ჩემი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის – იყოს

ჩემი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

„აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება, მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ის გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ – დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, – განაცხადა იმნაძემ.