“ჩვენს ეკლესიაში წმ. დიდ სჯულის კანონსა და მართვა-გამგეობის დებულებას სცნობენ?”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

სატირალი სატირა

-მოკლედ, “პატრიარქის მოსაყდრე” ეწოდებოდა და ახლა გახდა “საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე”.
ჰოდა საპატრიარქო ტახტის-სკამის-ჰამაკისა და ჯორკოს მოსაყდრეს რა ფუნქციები აქვს ვინმე იტყვის? საერთოდ ჩვენს ეკლესიაში წმ. დიდ სჯულის კანონსა და მართვა-გამგეობის დებულებას სცნობენ? ან ამ უკანასკნელის ჩასწორებას არასდროს მოისურვებენ? ზნეობა და პატიოსნება რომ დეფიციტშია ვიცით, მაგრამ უტიფრობასა და უსინდისობასაც ხომ აქვს საზღვარი!

ვინმემ თუ იცით, იქნებ მიპასუხოთ შემდეგზე:

1)რა რეზულტატი და შედეგები აქვს ჩვენს დამაშვრალ, მხცოვან, ასკეტ და დიდმეცნიერ შიო მუჯირს თხუთმეტწლიანი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის მანძილზე?

2)რა კრიტერიუმებითა და პარამეტრებით გამოარჩია ის კათოლიკოს-პატრიარქმა? (გარდა იმისა რომ გალანტურია და რუსოფილი)

3)რა კონცეფცია, გენგეგმა და ხედვები აქვს მას ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანის გზაზე?

4)რა ღვაწლი და ამაგი აქვს ავსტრალიისა და პაპუა-ახალი გვინეის ეპარქიაში (მისი სამწყსოა)და რატომ არცერთხელ არ არის იქ ნამყოფი? (ნოსირის გვერდითა სოფლები ხომ არაა და არ ვიცით?!)

5)ის არის ლევან ვასაძის მოძღვარი თუ ლევან ვასაძეა მისი მოძღვარი?

6)ისევ უცდომელად და ღვთივრჩეულად თვლის პარანოიდ გიორგი ზვიადაძეს?

გმადლობთ ყურადღებისათვის!

პ.ს. ტახტის მე გორგოლაჭები და ღილები გამიგია, მარა მოსაყდრე მართლა არასდროს!