გიორგი ვაშაძე – უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის იქით რა უნდა იყოს – კრიზისიდან გამოსავალი გვჭირდება

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონსთან შეხვედრაზე ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსვლის მათ ხედვებზე.

„უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის იქით რა უნდა იყოს. ამ კრიზისიდან გამოსავალი გვჭირდება. გუშინ რაც მოხდა, არის პირდაპირი ძალადობა, ყოველგვარი წესებისა და ნორმების დარღვევა და ეს არის ნაბიჯი “ქართული ოცნების” მხრიდან მეტი რადიკალიზაციისკენ. ეს არ არის ნაბიჯი მიმართული იქეთკენ, რომ სიტუაცია დამშვიდდეს. ამიტომ, ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი, გავაცნობთ ჩვენეულ ხედვას”, – აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონს ხვდებიან.