ფუფუნებისაა ისეთი საგნები,რომელიც ქვეყენაში არ იწარმოება, მაგალითად თამბაქო და აქციზი უნდა გაიზარდოს!

“არ აქვს მნიშვნელობა ლარის კურსს, ფუფუნების საგნებზე აქციზი უნდა გაიზარდოს”, – ამის შესახებ ,,კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას წლის ბოლომდე ვარაუდობს,თუმცა თვლის,რომ ფუფუნების საგნებზე ფასების ზრდა ნორმალურია.

“ფუფუნების საგნებია ისეთი საგნები,რომელიც ქვეყენაში არ იწარმოება,მაგალითად თამბაქო,ამიტომ ვთვლი, რომ ასეთ საგნებზე აქციზის ზრდა ნორმალურია. მე არ მიმაჩნია სწორად ლარის კურსთან დაკავშირებით ,,აიპების” გაუქმება ან ხელფასების შემცირება. კურსზე გავლენა იმანაც იქონია, რომ არ იყო გარკვეული მთავრობის სიცხადე. ახლა უკვე ჩამოყალიბებულია ახალი მთავრობა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი, ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ ეროვნული ვალუტა წლის ს ბოლომდე დასტაბილურდება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარის დატოვება